|
2016-11-03 11:17:21, 1263 ნახვა
კომენტარი
ხადური: ძირულა, ხარაგაული, მოლითი, ჩუმათელეთის გზის მშენებლობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკთან ძირულა, ხარაგაული, მოლითი, ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის დაწყებაზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს. ხადურის განმარტებით, საუაბრია 50 კილომენტრიან მონავეთზე, რომლის ღირებულებაც 80 მილიონ დოლარია: „აღნიშნულ გზას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ისევე როგორც ამ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. რეალურად გამოაცოცხლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ამ სოფლებს. ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება აზიის განვითარების ბანკთან, ჩვენ ავიღებთ საკმაოდ საინტერესო პირობებით ფინანსურ რესურსს, ეს არის 24 წლიანი, მათ შორის 13 წელი იქნება შეღავათიანი პერიოდი“, - აღნიშნა ხადურმა. ხადურის ინფორმაციით, ეს იქნება ახალი ავტომაგისტრალის, რომლის მშენებლობა დაიწყება, რიკოთიდან არგვეთამდე, პარალელური გზა: „როდესაც რიკოთის უღელტეხილზე ხდება რაღაც მოვლენები, ამის გამო, პრაქტიკულად შეფერხებულია ხოლმე მოძრაობა, ამიტომ, მნიშვნელოვანია აღნიშნული გზის რეაბილიტაცია. ჩვენ დაწყებული გვაქვს ეს მოლაპარაკება აზიის განვითარების ბანკთან, ავიღებთ საკმაოდ საინტერესო პირობებით ფინანსურ რესურსს, ეს არის 24 წლიანი, მათ შორის 13 წეილი იქნება შეღავათიანი პერიოდი. საკმაოდ დაბალი განაკვეთით იქნება აღებული”,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)