|
2016-11-02 19:11:28, 2144 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო 137 აკადემიკოსის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო 137 აკადემიკოსის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, 31 აკადემიკოსი უკვე დაკავებულია, 22-მა კი თურქეთი დატოვა. შეგახსენებთ, რომ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში თურქეთის ხელისუფლებამ წინასწარი პატიმრობა 37 ათასს ადამიანს მიუსაჯეს. სამსახურიდან 100 ათასზე მეტი საჯარო მოხელე, მოსამართლე, პროკურორი, სამართალდამცველი და სამხედრო გაათავისუფლეს. გასულ შაბათ კვირას ხელისუფლებამ კიდევ 10 ათასი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა. სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით ექიმი, აკადემიკოსი და მასწავლებელი. ივლისში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ანკარა აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. თავად გიულენი ამბოხთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)