|
2016-11-02 14:40:07, 1235 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არსებობს კითხვები, თუ რამდენად შეესაბამება დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები, რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებს. „ჩვენ გვაქვს სრულად დეკლარირებული შემოსავლები და ჩვენი ხარჯები. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს. ჩვენ გვაქვს გარკვეული კონკრეტული ეჭვები, რამდენად შეესაბამება მათ მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებს. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გვაქვს ასეთი კითხვები“, - აღნიშნა კობახიძემ. ამასთან, პარტიის მდივნის თქმით, „ქართული ოცნების“ ხარჯებმა გაამართლა. „ჩვენ გვქონდა წინასწარ შემუშავებული გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად დავდეთ ზუსტად ის შედეგი, რომელიც იყო ჩვენს მიერ პროგნოზირებული“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)