11:15 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 13:27:39, 1663 ნახვა

ეკონომიკა
„ყატარის ავიახაზები" თბილისსა და დოჰას შორის გაზრდილი სიხშირით იფრენს

ავიაკომპანია „ყატარის ავიახაზები" ზრდის ფრენის სიხშირეს დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით და მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან რეგულარულ რეისებს, ნაცვლად 7 სიხშირისა,  კვირაში 11 სიხშირით შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა.

“აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის მიერ დამატებულ ოთხ ახალ სიხშირეზე  რეგულარული ფრენები უშუალოდ დოჰასა და თბილისს შორის, შუალედური პუნქტის - ბაქოს გავლის გარეშე განხორციელდება. საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, დოჰა-ბაქო-თბილისი-ბაქო-დოჰა საჰაერო ხაზზე ოპერირებას „ყატარის ავიახაზები" ჩვეული განრიგის მიხედვით, ყოველდღიურად  გააგრძელებს, დოჰა-თბილისი-დოჰას დამატებითი რეისები კი ყოველ   ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას  შესრულდება. ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება”, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics