|
2015-03-19 10:59:27, 3701 ნახვა
კომენტარი
დავით სერგეენკო: პრემიერის რეზიდენციისთვის 3 წლის წინ ნივთების შეძენა მილიონ ნახევარი დაჯდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მთავრობის ადმინისტრაციისათვის ნივთების შესაძენად გამოყოფილი თანხისა და 3 წლის წინ პრემიერის რეზიდენციისთვის ავეჯის შესაძენად დახარჯულ თანხის შედარებას აკეთებს. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის წინ განუცხადა, ადმინისტრაციისათვის ნივთების შესაძენად 180 000 ლარია გამოყოფილი, 3 წლის წინ კი, პრემიერის რეზიდენციისთვის იგივე რაოდენობის ნივთების შესაძენად მილიონ ნახევარი დაიხარჯა. „რაც შეეხება ნივთების შეძენას, იმისათვის რომ გავერკვიოთ ეს ძვირადღირებულია თუ არა, უნდა გავაკეთოთ შედარება. მოგახსენებთ, რომ ეს ნივთები, რომელიც 180 000 ლარის ღირებულებისაა, განკუთვნილია მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციისათვის. შედარებისათვის, მხოლოდ პრემიერის რეზიდენციისატვთს 3 წლის წინ დაახლოებით იგივე რაოდენობის ნივთები დაჯდა მილიონ ნახევარი, ასე რომ შედარება ვფიქრობ რთული არ იქნება“, - აღნიშნა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)