|
2015-03-19 10:48:21, 436 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: აღმაშფოთებელია, რომ ეს მოძალადეები დღეს კიდევ აქტიურობენ და სამეგრელოში გაუგებარი ადამიანები ჩაყავთ
"აღმაშფოთებელია, რომ ეს მოძალადეები დღეს კიდევ აქტიურობენ და სამეგრელოს რეგიონში ვიღაც გაუგებარი ადამიანები, კრიმინალები ჩაყავთ",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სამეგრელოს რეგიონში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები უნდა გამოიძიონ, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ იქ მიზანმიმართული პროვოკაცია განხორციელდა. "რაც მოხდა ზუგდიდში მე როგორც ვიცი მიმდინარეობს გამოძიება. იყო სამშვიდობო საპროტესტო აქცია "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან აფილირებული ორგანიზაციის ოფისის წინ.მოხდა მიზანმიმართული პროვოცირება. ხელკეტები დაუშინეს აივნებიდან, ქვები და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, ბუნებრივია რეაქცია იყო ცუდი, ნეგატიური, მაგრამ ამ ხალხს აქვს ღირსება და თავმოყვარეობა. საზოგადოებამ 9 წელი აიტანა ის ძალადიბა და ის საშინელი რეჟიმი, რომელიც საქართველოში იყო გამეფებული და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავუშვათ კიდევ ძალადობა და მითუმეტეს სამეგრელოს რეგიონში, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით საზოგადოება აღშფოთებულია, რადგან წლების განმავლობაში მათ საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე ის ძალადობა და ის საშინელი რეჟიმი გამოსცადეს, რომელიც გამეფებული იყო. კარგად მოგეხსენებთ ეს ფაქტები. ვგულისხმობ სამეგრელოს ფაქტებს, რამდენად დამამცირებლად და სასტიკად ექცეოდნენ საკუთარ მოქალაქეებს. აწამებდნენ და პირდაპირი მნიშვნელობით ხოცავდნენ. რამდენი ფაქტი გამოვიძიეთ, თუ როგორ კლავდნენ ადამიანებს.. მანვე საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. "მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოში რაიმე სახის აჟიოტაჟი. მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო. სახელმწიფომ აქციების მშვიდობიანი ჩატარების უფლება უნდა უზრუნველყოს და ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე ვნახე თქვენი განცხადება და მომეწონა (ვახტანგ გომელაურს მიმართა)",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)