03:34 - 07 Jul, 2026
|
2016-10-24 13:07:39, 2387 ნახვა
მსოფლიო
ალეპოში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა
სირიის ქალაქ ალეპოში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ამჟამად სირიის არმია რუსეთის ავიაციის დახმარებით მოწინააღმდეგეებს ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უტევს. შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული ჰუმანიტარული ზავი დასრულდა. ცნობისთვის, ალეპო ერთ დროს სირიის უმსხვილესი ქალაქის და ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო ცენტრი იყო. თუმცა 2012 წლიდან მიმდინარე კონფლიქტის გამო ქალაქი ფაქტობრივად განადგურებულია. ამ დროისთვის ალეპო ორ ნაწილად არის გაყოფილი: პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალები ქალაქის დასავლეთ ნაწილს , მეამბოხეები კი აღმოსავლეთ რაიონებს აკონტროლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)