|
2015-03-18 15:22:48, 590 ნახვა
პოლიტიკა
მაია ცქიტიშვილი: ირმა ნადირაშვილის გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორი ციფრები იყო მითითებული
მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ავეჯის შესყიდვა იგეგმება, თუმცა უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის პრემიერ–მინისტრისთვის არის შეძენილი. როგორც ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ავეჯის შესყიდვის მიზნით დეკემბრის თვეში 2 ხელშეკრულება გაფორმდა. „შუა დეკემბერსა და დეკემბრის ბოლოს 2 ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ავეჯის შესყიდვას შეეხებოდა. ავეჯი არ არის შეძენილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის. ეს ავეჯი არის შეძენილი იმ სივრცისთვის, რომელიც დღეისთვის არ გვქონდა მთავრობის ადმინისტრაციაში. ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი სივრცე, რომელიც საჭირო იყო მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად.მოგეხსენებათ, რომ პროტოკოლით არის გათვალისწინებული მთელი რიგი ფართები. იცით, რომ სხვადასხვა ფორმატია, რომელიც პირველ პირებს შორის პირისპირ შეხვედრებს ითვალისწინებს, ასევე მაღალი რანგის შეხევდრებს დელეგაციებს შორის და ა.შ. ადმინისტრაციის მიმდინარე რემონტის ფარგლებში ბუნებრივია, ვაწყობთ ასეთ სივრცეებს. ამ სივრცეებსაც შესაბამისად სჭირდება შესაბამისი აღჭურვილობა“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა. მან აქვე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ავეჯის ღირებულებასთან დაკავშირებით, არასწორია. „ ირმა ნადირაშვილს გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორი ციფრები ჰქონდა მითითებული. იქ, სადაც მაგალითად უწერია, რომ ერთი სკამი ღირს 15 000, სინამდვილეში 84 სკამია, ის ციფრი სადაც წერია, რომ ნივთი 24 000 ღირდა, სინამდვილეში ღირდა 950 ევრო, ანუ, 2000 ლარი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ნადირაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადმინისტრაციის მიერ არ იყო გაცემული. „ეს ინფორმაცია არ იყო გაცემული ჩვენს მიერ, არ იყო საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილი და ალბათ ეს არის მიზეზი, რატომაც არ შეესაბამება სინამდვილეს სრულად“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, ირმა ნადირაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სართულისთვის 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა. მან შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა. ნადირაშვილის ინფორმაციით, შეკვეთილ ავეჯს შორის ბატუტიცაა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)