|
2016-10-20 15:52:29, 1303 ნახვა
კომენტარი
კოტე ჩოკორაია: ეს არ უნდა იყოს ფასადურად შექმნილი საკონსტიტუციო კომისია
კონსტიტუცინალისტი კოტე ჩოკორაია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას აფასებს და ამბობს, რომ შესაძლოა, ის ნაადრევი იყოს. თუმცა, როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, კონსტიტუციაში მართლაც ბევრი რამ გასასწორებელია. ჩოკორაიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ შევა საკონსტიტუციო კომისიაში და როგორი იქნება მისი საქმიანობა: „ზოგადად საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხს რაც შეეხება, ცოტა შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რომ ნაადრევი იყო დღეს ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ თუ გადაწყვეტილია და ნება არსებობს ხელისუფლების და მართლაც არის ბევრი რაღაც გასასწორებელი კონსტიტუციაში და არა ის, რაზეც დღეს მიმდინარეობს მსჯელობა. მაშინ საკონსტიტუციო კომისიის შექმნა სწორი ნაბიჯი იქნება. მაგრამ მნიშვნელოვანია მეორე კომპონენტი, ვინ შევა ამ საკონსტიტუციო კომისიაში. ეს არ უნდა იყოს რაღაც ფასადურად შექმნილი საკონსტიტუციო კომისია, ეს უნდა იყოს რეალურად უზრუნველყოფილი იმაზე, რომ საზოგადოებრივი კონსესუსი იქნას მიღწეული, რადგან თუ რეალური პოლიტიკური ოპონენტები არ დაეთანხმნენ საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებას, ეს კონსტიტუციური ცვლილება ვერ მიიღებს რეალურ საზოგადოებრივ ლეგიტიმაციას“, - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ. მისივე განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რა საკითხებზე იმსჯელებს საკონსტიტუციო კომისია. ჩოკორაის აზრით, ერთ-ერთი მთავარი, რაზეც საკონსტიტუციო კომისიამ მსჯელობა უნდა დაიწყოს, არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლაა: „ საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს არსებობს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან არ უზრუნველყოფს მოსახლეობის რეალური დამოკიდებულებების პარლამენტში ასახვას. ამიტომ შეიძლება ჩვენ მივიღოთ ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ უჭერს მხარს მოსახლეობის უმრავლესობა, მაგრამ მას მაინც ჰყავდეს პარლამენტში უმრავლესობა. საქართველოს პარლამენტში 73 დეპუტატი 150-დან, ანუ თითქმის ნახევარი, აირჩევა მაჟორიტარული წესით. ჩვენნაიორი ტიპის ქვეყნებში, სადაც არ გვყავს ძლიერი პოლიტიკური პარტიები და გვყავს ერთი სხვასთან შედარებით დომინანტური ხოლმე, ყოველთვის შეძლებს ერთი პარტი 73-ივე მანდატის მოპოვებას. გამოდის, რომ პროპორციულთან ერთად, გარანტირებული ძალაუფლება ექნება ყოველთვის მინიმუმ 40%- იანი მხარდაჭერის მქონე პარტიას. ერთი ყოველთვის აჯობებს მეორეს“,-აღნიშნა კოტე ჩოკორაიამ. ჩოკორაია საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში, გარკვეულ რისკებზეც საუბრობს: „რისკი ყოველთვის არსებობს ისეთი ტიპის ქვეყნებში, სადაც არ არის ძლიერი სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური პარტიები. შეიძლება ცუდი არც არაფერი გააკეთონ, მაგრამ ჩვენ ხომ გამოცდილებებით ვლაპარაკობთ. რაც არ უნდა დიდი იდეით იყოს მოსული ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები, რაც არ უნდა ნათელ მომავალს გვპირდებოდნენ, რაც არ უნდა ძალიან კეთილ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ყოველთვის იქნება მოსახლეობის ერთი ნაწილი, რომელიც ამ პოზციას არ ეთანხმება და ის იქნება თამაშგარე მდგომარეობაში და არ ექნება კონსტიტუციის მიმართ პატივისცემა იმიტომ, რომ ის არ იქნება გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე და კონსტიტუცია უნდა იყოს კონსესუალური, ყველას შეთანხმება“,-განუცხადა კოტე ჩოკორაიამ „ექსპრესნიუსს“. ცნობისთვის, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება პრემიერმინისტრის ინიციატივას და მზადაა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად დააფუძნოს სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით და სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესსა და სტრუქტურაზე კონსულტაციები დაიწყოს.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)