|
2016-10-20 10:53:45, 715 ნახვა
საზოგადოება
რიჩარდ ლეგუჩკო: საქართველოს ევროპის უსაფრთხოების სისტემის შექმნაში უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს
კრაკოვში ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის (ECR) მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ECR-ის ჯგუფში პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, ევროპარლამენტარ რიჩარდ ლეგუჩკოს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს პოლონეთისა და საქართველოს ისტორიული მეგობრობა. ევროპარლამენტარის განცხადებით, მისი პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და კმაყოფილებით აკვირდება საქართველოს განვითარებას. რიჩარდ ლეგუჩკომ ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და აღნიშნა, რომ ეს იყო მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიისკენ. ECR-ის პოლიტიკური ჯგუფის პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ECR-ის კონფერენციაში მონაწილეობისათვის და ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის უსაფრთხოებაში. მისი განცხადებით შესამჩნევია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შთამბეჭდავია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების ხუთეულში. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარს საქართველოს მხარადჭერისთვის და თბილისში ვიზიტით მოიწვია. მიხეილ ჯანელიძემ ქ.კრაკოვში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის კონფერენციაში, რომელიც 2016 წლის 18-19 ოქტომბერს გაიმართა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)