|
2016-10-17 16:10:14, 2238 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში ხიდის ჩანგრევას 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი
ინდონეზიაში საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 ბავშვი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Independent-ი ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, ხიდი ბალის მახლობლად ორ პატარა კუნძულს აკავშირებდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც რელიგიური დღესასწაულის ათასობით მონაწილე სახლში ბრუნდებოდა. მედიის ცნობით, ხიდის ჩანგრევის სავარაუდო მიზეზად კონსტრუქციის გადატვირთვა გახდა, რადგან ხიდმა ხალხის დიდ ნაკადს ვერ გაუძლო. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ყველა დაღუპული ადგილობრივი მცოვრებია. როგორც Independent-ი წერს, ინციდენტის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. ცნობისთვის, საფეხმავლო ხიდი 100 მეტრის მანძილზე გადიოდა და ზღვის საფარიდან 1,5 მეტრი აშორებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)