|
2016-10-17 11:20:48, 2232 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის ციხეში ბუნტის დროს 25 პატიმარი გარდაიცვალა
ბრაზილის ერთ-ერთი ციხეში მომხდარი დაპირისპირების დროს სულ მცირე 25 პატიმარი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, 7 პატიმრს თავი მოჰკვეთეს, ხოლო 6 ცოცხლად დაწვეს. მედიის ცნობით, ინციდენტი ქალაქ ბოა ვისტაში მდებარე ციხეში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება ვიზიტის საათებში მოხდა. როგორც BBC-ი წერს, დაპირისპირების დროს პატიმრების ორმა ჯგუფმა ბუნტი დაიწყო, 100 ვიზიტორი მძევლად აიყვანა, და მათი მოკვლით იმუქრებოდა, თუმცა ტყვედ აყვანილი ადამიანების გათავისუფლება მალევე მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, პატიმრებს დანები და ხის ჯოხები ჰქონდათ. მედია საშუალების ცნობით, ციხეში, რომელიც 740 პატიმარზეა გათვლილი, ამჟამად 1 400 პატიმარია განთავსებული. ცნობისთვის, ბრაზილია პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყნის მასშტაბით სასჯელს 600 000 ადამიანი იხდის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)