|
2016-10-17 11:03:48, 2192 ნახვა
მსოფლიო
მოსულში "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს
ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ჯიჰადისტებისგან ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს, - ამის შესახებ BBC ერაყის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე, პრემიერ-მინისტრზე ჰაიდერ აბადიზე დაყრდნობით იუწყება. როგორც აბადიმ აღნიშნა, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის განმათავისუფლებელ ოპერაციაში ერაყის არმია და ადგილობრივი პოლიციის ძალები მონაწილეობენ. პრემიერი ადგილობირივ მოსახლეობას უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. მედია საშუალების ინფორმაციით, მოსულში ათობით ტანკი მოძრაობს. გაერომ მოსულის მკვიდრებს, სადაც მილიონ 500 ათასი ადამიანი ცხოვრობს, სიფრტხილისკენ მოუწოდა. ქალაქ მოსულს დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები 2014 წლის ივნისიდან აკონტროლებენ. "წითელი ჯვრის" განცხადებით, ოპერაციის დაწყებისას ქალაქი შესაძლოა, ასობით ათასმა ადამიანმა დატოვოს, ამიტომ საჭიროა ამ ადამიანების თავშესაფრით, საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფა. ცნობისთვის, მოსული ერაყში ტერორისტული დაჯუფება "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი მსხვილი დასაყრდენია. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება დაჯგუფების მებრძოლებისგან მთელი ერაყის გათავისუფლებას ნიშნავს. სწორედ ქალაქ მოსულში "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ხალიფათის შექმნის შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)