00:30 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 19:22:26, 942 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა: კურორტ „გოდერძზე“ სასტუმროს მშენებლობა გრძელდება

აჭარის მთავარობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, კურორტ გოდერძზე სასტუმრო „ალიანს რეზორტის" მშენებლობის მიმდინარე პროცესს გაეცნო და მშენებლობაზე მომუშავეებს გაესაუბრა.

მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სასტუმრო „ალიანს რეზორტი"-ს საძირკვლის მოწყობა და სართულების მშენებლობა მიმდინარეობს.

„ალიანს რეზორტი" 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება. საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები განთავსდება.

პროექტი ჯამში 100 ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისი სასტუმროების ქსელი „რამადა" განახორციელებს. სასტუმრო 100 ნომრიანი იქნება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.

„ალიანს რიზორტი" ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics