|
2015-03-17 16:19:27, 590 ნახვა
საზოგადოება
N15 დაწესებულების მსჯავრდებული მსოფლიო რეკორდსმენია
შეზღუდულ სივრცესა და შეზღუდულ შესაძლებლობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ არის სპორტული ჟინი და ჯანსაღი სულიკვეთება,- ასეთი იყო ღონისძიების ლაიტმოტივი, რომელიც 16 მარტს, ქსნის N 15 დაწესებულებაში გაიმართა. რეკორდების ფედერაციამ მსჯავრდებულ კუკური სალბიშვილს რეკორდსმენობის დამადასტურებელი სერფიტიკატი გადასცა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსოფლიო რეკორდი ოთხჯერ დაამყარა, მათ შორის, ცალი ხელის თითსა და ე.წ. ვაკასანას პოზით აზიდვაში. N 15 დაწესებულებაში გამართულ ღონისძიებას მსოფლიო რეკორდსმენები დაესწრნენ. ასევე, სპორტსმენები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, მსოფლიო რეკორდების დამყარება შეძლეს. „მიუხედავად სიძნელეებისა, ცხოვრება გრძელდება, უნდა ვიბრძოლოთ. ასეთი სულისკვეთების მაგალითი გვაჩვენა კუკური სალბიშვილმა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეკორდსმენი გახდა“,-აღნიშნა მსოფლიო რეკორდსმენმა თემურ დადიანმა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსის ლეილა აფციაურის თქმით, „ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს უწყობს მსჯავრდებულებს თავინთი უნარების რეალიზებაში. ეს მათი რეაბილიტაციის და შესაბამისად, დანაშაულის პრევენციის მთავარი პირობაა“. დაწესებულებაში, ასევე, გაიმართა რეკორდსმენების შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)