13:54 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 12:21:11, 465 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის დაარსება შემოდგომისთვის იგეგმება

ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის დაარსება შემოდგომისთვის იგეგმება.

ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინსიტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტის დასრულების შემედეგ, წარმოდგენლი რეკომენდაციების შესაბამისად, ცენტრის ადგილმდებარეობის პროექტის ღირებულების  პირველადი მონახაზი ერთობლივად განისაზღვრება.

"ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატოსა და მოკავშირეების აქტიურ ჩართულობას ცენტრის დაარსების პროცესში, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია დასახული მიზნების მისაღწევად, ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტის დასრულების შემედეგ, წარმოდგენლი რეკომენდაციების შესაბამისად, ერთობლივად განისაზღვრება ცენტრის ადგილმდებარეობის პროექტის ღირებულების  პირველადი მონახაზი. დაახლოებით შემოდგომისთვის ვაპირებთ ცენტრის დაარსებას.ამ პროცესს სჭირდება გარკვეული პერიოდი.რაც შეეხება საფრთხეს, თუ რამდენად საფრთხის შემცველია, ვინაიდან მედიაში ჩნდება მოსაზრებები და ექსპერტების მხრიდანაც არის მოსაზრებები, რომ ეს ცენტრი შეიძლება ვინმესთვის საფრთხის შემცველი იყოს, ნატოს ასრებითი პაკეტით გათვალისწინებული ცენტრის დაარსება არ არის საფრთხის შემცველი,  რადგან ეს არ გახლავთ სამხედრო ბაზა",-განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება. დელეგაციის ვიზიტის მიზანი ნატო-საქართელოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრისთვის ინფრასტრუქტურის შეფასებაა. დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში ვაზიანის საწვრთნელ ბაზასა და ეროვნულ ცენტრ კრწანისს მოინახულებენ და მათი დასკვნის საფუძველზე ცენტრის ადგილმდებარეობა განისაზღვრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics