|
2016-10-11 10:51:37, 959 ნახვა
სამხედრო
შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 384-მა ახალწვეულმა თბილისში, გორსა და ქუთაისში სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალს შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ივანე ზურაბაშვილი, დეპარტამენტის თანამშრომლები და ახალწვეულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ. შსს-ს ინფორმაციით, ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გაივლიან. ისინი სამხედრო საქმეს შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, ისინი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)