|
2015-03-17 12:26:38, 621 ნახვა
საზოგადოება
დასაქმებისათვის საჭირო უნარჩვევებზე 8 დღიანი ტრენინგი ჩატარდა
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, დასაქმებისათვის საჭირო უნარჩვევებზე 8 დღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის შემაჯამებელ შეხვედრაზე აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი ნათია ჯაიანი იყო მიწვეული, რომელიც ახალგაზრდებს სააგენტოს საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა. ნათია ჯაიანმა ასევე აჭარაში შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და არსებული რესურსების შესახებ ისაუბრა. მსმენელებს საშუალება ჰქონდათ გაეგოთ, სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების თაობაზე. ტრენინგს ამერიკელი მოხალისე სარა შოლცი გაუძღვა. სემინარების მიზანი ახალგაზრდებში დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარება იყო. (მოდულის თემები: დადებითი კომუნიკაცია; გადაწყვეტილების მიღება; კარიერის დაგეგმვა/შეფასება; მიზნების დასახვა; შრომის ბაზარზე მოქმედება; გასაუბრება; CV წერა; სამოტოვიაციო წერილის დაწერა; სტაჟირების ძიება). ტრენინგი არაფორმალური განათლების ფარგლებში ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)