|
2016-10-09 03:06:28, 712 ნახვა
პოლიტიკა
ჟვანია: ბიულეტენების რაოდენობის გათვალისწინებით, ცესკომ წინასწარი შედეგების გამოცხადება სწრაფად შეძლო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ბიულეტენების რაოდენობის გათვალისწინებით, ცესკომ წინასწარი შედეგების გამოცხადება სწრაფად შეძლო. „მაშინ, როცა 2014 წელს 3 ბიულეტენი იყო, ცესკო-მ უბნების დახურვიდან 6 სათის შემდეგ გამოაცხადა პირევლი შედეგები, 2013 წელს, როცა მხოლოდ 1 ბიულეტენი გახლდათ, გამოაცხადა 4 საათის შემდეგ, 2012 წელს კი 2 ბიულეტენის შემთხვევაში ცესკო-მ უბნის დახურვიდან მხოლოდ 8 საათის გასვლის შემდეგ შეძლო პირველადი შედეგების გამოცხადება. ამ რაოდენობის ბიულეტენის შემთხვევაში, წელს პირველი მონაცემების გამოცხადება პროპორციულ ნაწილში 5 საათის შემდეგ მოხდა, რაც ყველაზე სწრაფი შედეგია“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ და დასძინა, რომ ბიულეტენების რაოდენობიდან გამომდინარე, ხმის დათვლა გარკვეულ დროს მოითხოვს და ამ მხრივ დაუსაბუთებელი განცხადებები კეთდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)