|
2016-10-09 02:38:39, 753 ნახვა
პოლიტიკა
მშვენიერაძე: თუკი ხელისუფლება არ შეწყვეტს ძალადობას, არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგება
თუკი ხელისუფლება არ შეწყვეტს ძალადობას, არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგება, - ამის შესახებ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. გიორგი მშვენიერაძე, საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არსებობს საფუძვლიან ეჭვი, რომ ეს პროცესები არის მართული იმ ძალების მიერ, ვისთვისაც ეს შედეგები არის მიუღებელი. „მთელი პასუხისმგებლობა გადადის ხელისუფლებაზე. თუკი ხელისუფლება არ შეწყვეტს ძალადობას, არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგება. პოლიტიკოსებმა საკუთარ აქტივისტებს უნდა მოუწოდონ, რომ შეწყვიტონ ნებისმიერი ძალადობა და საარჩევნო უბნებთან კონცენტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, ლეგიტიმურობა დააყენოს არჩევნების, რაც სახელმწიფოს დააზიანებს,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)