|
2016-10-09 01:42:07, 697 ნახვა
პოლიტიკა
ენმ მხარდამჭერებს ღამის 3 საათიდან ცესკო-ს შენობასთან ელოდება
"ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი ხმების დასაცავად ცესკოს შენობასთან ერთ საათში შეიკრიბება, ამის შესახებ პარტიის წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, კახი კალაძე ივანიშვილის მითითებით ცდილობს იმ შედეგები მაქსიმალურად გამოცხადებას, რომელიც სამი ტელევიზიის ეთერით ეგზიტპოლებში იყო დაფიქსირებული. „კახი კალაძე ივანიშვილის მითითებით ცდილობს იმ შედეგები მაქსიმალურად გამოცხადებას, რომელიც სამი ტელევიზიის ეთერით ეგზიტპოლებში იყო დაფიქსირებული. ვიდრე ცესკო ამ ბალანს დასვამს, დაიწყო უბნების დარბევები და თავს ესხმიან იმ უბნებს, სადაც მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს ნაციონალურ მოძრაობას. ივანიშვილის მონურ მორჩილებაში მყოფი ამ ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შედეგი 53% - 20%-ან თანაბარდობაში დასვას, მაგრამ არ გამოსდით არანაირად და სადაც ინტელექტი და ჭკუა არ ჰყოფნით, პირდაპირ ვარდებიან საარჩევნო უბნებში,“ - აცხადებს ნიკა მელია, რომელმაც მის მხარდამჭერებს ცესკოსთან შეკრებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)