|
2016-10-09 01:59:55, 652 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ჯიხაშკარში უბნების დარბევაზე: უნდა მოხდეს ამ პირების დაუყონებლივ იდენტიფიცირება
„მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ დროული რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტზე და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გმობს ნებისმიერ დაპირისპირებას, მი უფრო, როდესაც საქმე მედიისა და დამკვირვებლების საქმიანობის ხელის შეშლას ეხება. „მინდა, გამოვეხმაურო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ დროული რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტზე და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი. ბოლო ინფორმაციით, არ არის იდენტიფიცირებულნი პირები, რომლებიც დაუპირისპირდნენ ასევე მედიის წარმომადგენლებს. უნდა მოხდეს ამ პირების დაუყონებლივ იდენტიფიცირება. ჩვენი პოლიტიკური ძალა გმობს ნებისმიერ დაპირისპირებას, მით უფრო, როდესაც საქმე ეხება მედიისა და დამკვირვებლების საქმიანობის ხელის შეშლას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი წარიმართა მშვიდობიან ვითარებაში და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხმის დათვლის პროცედურაც ჩატარდეს მშვიდ გარემოში“, - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)