|
2016-10-08 21:45:53, 647 ნახვა
პოლიტიკა
ქუმსიშვილი: რუსთავი 2-ის ეგზიტპოლების შედეგებს არ ვენდობი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლს არ ენდობა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მას აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არა ერთხელ დაუფიქსირებია. „მე არ ვენდობი „რუსთავი 2“-ს და არ ვენდობი „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლებს. მე ეს არაერთხელ მაქვს დაფიქსირებული. მათ შორის „რუსთავი 2“-ის ეთრშიც, რომ ეს ტელევიზია სამწუხაროდ გახდა მხარე ამ პროცესის, ბოდიშს ვიხდი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. ქუმსიშვილის თქმით, ის საიმედო ეგზიტპოლებს და პარტიის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას ენდობა. „ჩვენ ვენდობით ჩვენს გამოკითხვებს და იმ ეგზიტპოლებს, რომელიც არის საიმედო, რომლითაც ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული ამ გამარჯვებაში. ჩვენ ვიყავით ამ გამარჯვებაში დარწმუნებული და ვიყავით ქართველ ხალხში დარწმუნებული, იმიტომ, რომ სწორედაც რომ ქართველი ხალხის არჩევანია მათი განვითარება და კეთილდღეობა, თავისუფლება, ეს არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭორდება, სტაბილური და სწრაფი განვითრება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)