|
2016-10-08 18:51:48, 653 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ენმ-ს აქტივისტებმა სცადეს ძალადობრივი ფორმით საარჩევნო უბნის ჩაშლა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კიდევ ერთი საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ყიზილაჯლოში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. როგორც კობახიძემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ყიზილაჯლოში 48-ე უბანთან „ქართული ოცნების“ აქტივისტებს დაუპირისპირდნენ და პროვოკაცია მოაწყეს. „ნაციონალური მოძრაობის“ 100-ზე მეტი აქტივისტი იყო მისული საარჩევნო უბანთან და მათ სცადეს ძალადობრივი ფორმით საარჩევნო უბნის ჩაშლა. როგორც ჩანს, მათი მიზანი იყო საარჩევნო ყუთის გატაცება. სამართალდამცავი ორგანოები მივიდნენ ადგილზე. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ როგორც ჩვენ აქტივისტებს ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. მათ შორის ისინი ესროდნენ ქვებსაც. ეს ამ პარტიის ტრადიციული მეთოდია. აქტივისტები, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ სამართალდამცველების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)