03:40 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 11:27:06, 685 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის მომავალს, თავისუფლებას, სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობას

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში  ხმა  გლდანის   74-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

„ჩვენ საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში მომდინარეობს არჩევნები. ხმა მივეცი რათქმაუნდა საქართველოს მომავალს, პროგრესს, სწრაფ განვითარებას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას. მნიშვნელოვანია, ყველას მოვიდნენ არჩევნებზე და იაქტიურონ, რადგან არჩევნები ასახავს  განწყობებს და იმ დამოკიდებულებებს, რაც მოსახლეობაში რეალურად არსებობს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი საარჩევნო უბანზე საკუთარ 9 წლის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics