|
2016-10-07 17:51:14, 754 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაცია მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციას უმასპინძლა. როგორც "ექსპრენიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბარი ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოს შეეხო. ევროპარლამენტარებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს პრეზიდენტის პირადი ჩართულობის მნიშვნელობა წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობის გააქტიურების მიზნით. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლი არჩევნების პროცესში. შეხვედრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვისა და ქართველ ამომრჩეველთა მაქსიმალური აქტიურობის მნიშვნელობა. საუბარი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ წარმატებასაც შეეხო და აღინიშნა, რომ ეს საქართველოსთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)