23:55 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 13:03:30, 2492 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი დააკავა

თურქეთის პოლიციამ “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მებრძოლი დააკავა, რომელიც სტამბოლში გუშინ მომხდარი აფეთქების მოწყობაშია ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქულ სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ზე დაურდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქებასთან დაკავშირებით 6 ადამიანია დაკავებული. აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორს დაკავებისას თან აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა. ის აქსარაის პროვინციაში დააკავეს. 

შეგახსენებთ, რომ აფეთქება სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე იენიბოსნას რაიონში, პოლიციის განყოფილებასთან მოხდა. გამოძიების ცნობით, აფეთქდა დანაღმული მოტოციკლი. ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics