22:06 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 20:16:35, 758 ნახვა

საზოგადოება
თამაზ ნავერიანი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

მარნეულის №36 ოლქში, პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამის იმ ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც, არჩევის შემთხვევაში გეგმავს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელმაც გლეხებს, ფერმერებსა და მეწარმეებს თავიანთი საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის მეტი სტიმული მისცა. კანდიდატმა ფერმერებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა ის შედეგები, რომელიც შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე იქნა მიღწეული. მისი განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ხდება ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობა, იმ პროექტების განხორციელების გზით, რომელსაც სამინისტრო ასე წარმატებით ნერგავს ქვეყანაში.

ფერმერებთან შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ და მოესმინათ პასუხები, მათ მიერ კანდიდატის საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხებზე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics