|
2016-10-05 13:52:59, 913 ნახვა
საზოგადოება
ვინ გაყიდა მცხეთის რაიონში მილიონობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2014-2016 წლებში?!
2014 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, სოფელ მუხრანში, მილიონ 12 ათას 505 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 72.09.26.093), სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილება იყო. 2016 წლის 14 ივლისს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი დავით ისახანაშვილმა იყიდა (პირადი ნომერი: 01024070232). მან, თავის მხრივ, 2016 წლის 31 აგვისტოს, მილიონ 12 ათას 505 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შპს „ვექტრუმ 2015“-ს მიყიდა. ანალოგიური მეთოდით გაიყიდა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კიდევ 622 740 კვადრატული მეტრი. ყველა შემთხვევაში სქემა ასეთია: მიწის ნაკვეთებს სახელმწიფოსგან - ყიდულობს დავით ისახანაშვილი და ეს უკანასკნელი თავის მხრივ ასხვისებს შპს „ვექტრუმ 2015“-ზე, რომლის მფლობელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით თავად დავით ისახანაშვილია. ასეთ სრულიად კომიკურ სიტუაციაში გასხვისებულია 2 მილიონამდე კვადრატული მიწის ნაკვეთი. წყაროს ინფორმაციით მიწები „კაპიკებად“ გაიყიდა და თან ყველანაირი საინვესტიციო ვალდებულების გარეშე. ყველაფერი ეს კი ხდება იმ ფონზე, როდესაც ძალისში, ნიჩბისსა და ქანდაში, გლეხები მიწის ნაკვეთებს ვერ ირეგისტრირებენ. მათ მთელი რიგი პრობლემები აქვთ სახელმწიფოსგან, რომლის მოგვარებასაც მოქმედი მაჟორიტარი ხუნდაძე უსასრულოდ აჭიანურებს. ეს მაშინ, როცა „ვიღაცის“ დახმარებით, „ისახანაშვილები“ მილიონობით კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთებს უპრობლემოდ ყიდულობენ. „საძოვრები გაგვისხვისეს. ვისთან მივიდეთ და სად დავიჩივლოთ? დიმიტრი ხუნდაძის გარეშე ვინ გაასხვისებდა ამხელა ტერიტორიებს. ისე მოირგო ჩვენი მიწა-წყალი თავად და თავისი ნათესავებისთვის, რომ მალე ალბათ ესეც ცოტა მოეჩვენება და დუშეთისა და თიანეთის ტერიტორიებსაც გადაწვდება. ბევრად არ ეპიტნავება ზაქარია ქუცნაშვილი და გვიკვირს აქამდე ივანიშვილს მთელი ამ რეგიონის გაერთიანება არ მოთხოვა მისთვის“, - უკვირს მუხრანის მკვიდრს და იქვე დასძენს: „ერთხელაც იქნება და მთელს ჩვენს საქონელს თავს მოვუყრით და მივადგებით ხუნდაძეს - მაწველები კი ჰყავს გარშემო და იქაც შემოგვეშველება“.
(NS)
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)