|
2016-10-04 17:08:38, 700 ნახვა
საზოგადოება
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი გაიმართა
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონში” დასაქმების ფორუმი გაიმართა. „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ -ში მონაწილეობა მიიღო 40-მდე ახალგაზრდამ, რომელთაც ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით უცხოეთში აკადემიური (სამაგისტრო და სადოქტორო) ხარისხი მოიპოვეს. ფორუმი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ გახსნეს. ფორუმის გამართვის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმების ხელშეწყობა. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ პოტენციურ დამსაქმებლებს უშუალოდ გააცნონ თავისი გამოცდილება და შესაძლებლობები. აპლიკანტებით ფორუმზე 24 კერძო დამსაქმებელი, სულ 40-მდე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაცია დაინტერესდა. ისინი გაესაუბრნენ ახალგაზრდებს, რომლებმაც განათლების საერთაშორისო ცენტრის დახმარებით უცხოეთში მიიღეს განათლება. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება ან დაიწყონ მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციაში. კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცათ პირადად გაეცნონ სამინისტროების, სსიპ-ების, ქართულ ბაზარზე მოქმედი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს, დაესვათ მათთვის კითხვები, მიეწოდებინათ ინფორმაცია საკუთარი კანდიდატურის შესახებ, მოიძიონ და გამოიყენონ პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობა, გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები მათთვის საინტერესო სფეროში, მიიღონ დასაქმების კარიერის დაგეგმვის სპეციალისტების კონსულტაცია და რჩევა საკუთარი პროფესიული კარიერის უკეთ დასაგეგმად. ფორუმის ფარგლებში, მოეწყო განათლების საერთაშორისო ცენტრის „კურსდამთავრებულთა თანამშრომლობის პროგრამის სტრატეგიის“ განხილვაც. ფორუმზე მოწვეული იყვნენ როგორც ახალდაბრუნებული, ასევე უკვე დასაქმებული კურსდამთავრებულები. ფორუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოს რკინიგზა, საპარტნიორო ფონდი, თანაინვესტირების ფონდი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, საქართველოს ელექტროსისტემა, ასევე კერძო კომპანიები: ვისოლ-ჯგუფი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, ხუალინგი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და სხვა ორგანიზაციები. აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისთვის საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, ურთიერთანამშრომლობის განვითარება, მხარეთა მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა. სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში დღეს პირველი ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
(NS)
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)