21:51 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 14:48:43, 756 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: სააკაშვილის დროს ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოვიძიოთ

„ვისაც სააკაშვილის რეჟიმის დროს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა ასეთი საქმე გამოძიებული უნდა იყოს და მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს“, - ამის შესახებ  „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასაანიამ განაცხადა.

მისი თქმით, სამართლიანობა პროკურატურის დეპოლიტიზაციით და სასამართლოს დამოუკიდებლობით არის შესაძლებელი.

„არ მინდა სპეკულაციები დავიწყო და განვაცხადო, რომ სრულ სამართლიანობას მივაღწევთ. ყველა საზოგადოებაშია პრობლემები. მათ შორის ჩვენს საზოგადოებაშიც, რომელიც დასახიჩრებულია სამოქალაქო ომით, დაპირისპირებით მაგრამ ვისაც სააკაშვილის რეჟიმის დროს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და იმ რეჟიმის დროს ასეთი ბევრი იყო, ყველა ასეთი საქმე გამოძიებული უნდა იყოს და მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს.

ჩვენ გვყავს სამართლის ისეთი გამოცდილი ადამიანები, როგორებიც არიან: შალვა შავგულიძე, ლევან სამუშია, ამირან გიგუაშვილი. მათ კარგად იციან როგორ უნდა მივცეთ სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა, როგორ უნდა მოხდეს პროკურატურის სრული დეპოლიტიზაცია. სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics