21:52 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 12:35:22, 750 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბუსერიძე და ზურაბ ქადაგიძე ვაზისუბნის მაცხოვრებლებს შეხვდნენ

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ქადაგიძე ვაზისუბნის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. 

„2012 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა ქვეყნის განვითარების და თავისუფლების სასარგებლოდ. "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" არის ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი მონაპოვარი არის სიტყვის თავისუფლება, ხოლო მთავარი ღირებულება ადამიანია. ჩვენი პრიორიტეტია თავისუფლება, სწრაფი განვითარება, სოციალური კეთილდღეობა, ახალგაზრდების ღირსეული განვითარებისთვის და წინსვლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა. ჩვენი გუნდი კვლავ იღებს  პასუხისმგებლობას, რომ საქართველო იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. ამ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. 8 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება.  მე მჯერა თქვენი და ვიცი, რომ მხარს დაუჭერთ  თავისუფლებას, კეთილდღეობას, ქვეყნის ნათელ მომავალს და სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

შეხვედრას ესწრებოდა დედაქალაქის  საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე  თედო კობახიძე,  რომელმაც კანდიდატებს წარმატებები უსურვა და  მოსახლეობას მათი მხარდაჭერისკენ  მოუწოდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics