19:57 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 15:30:52, 807 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამიას განცხადებით, მამუკა ახვლედიანთან საუბარი თავად ჩაწერა

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან სატელეფონო საუბარი თავად ჩაწერა.

გვარამიას თქმით, ჩანაწერი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის კომპიუტერში ინახებოდა.

„მე თავად გავაკეთე ეს ჩანაწერი, თუმცა ჩვენთვის ეს საინტერესო აღარ გამოდგა. რაღაც პერიოდი ინახებოდა ჩემს კომპიუტერში და ქსელში.  ასე რომ, გვაქვს კიბერდანაშაულთან საქმე ან სუს-ი გვყავს ჩვენთან. გასული წლის ნოემბერში შედგა ეს შეხვედრა, შეხვედრამდე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაგვეწერა, რათა დაგვეზღვია ჩვენი თავიც და საქალაქო სასმართლოს თავმჯდომარეც. აქ რომ ყოფილიყო „რუსთავი 2“-ის საქმეზე საუბარი, ჩვენ ამას გავასაჯაროებდით, თუმცა ეს არ დაგვჭირდა, რადგან სასამართლო სისტემის ხარვეზებზე იყო საუბარი”, - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics