|
2016-10-03 13:43:43, 651 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკას არ შევასუსტებ
მე ვიქნები ყველაზე მეტად კრიტიკული. არცერთ შემთხვევაში ანალიზს არ შევასუსტებ და კრიტიკა არ მოაკლდება "ქართულ ოცნებას",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, არავის აპატიებს სტანდარტების დარღვევას. "გარწმუნებთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაშიც ყველაზე მეტს მე ვაკრიტიკებდი. იმ სტანდარტების დაცვაში, რაც გუნდმა დაიცვა, ჩემი არსებობის წვლილი არსებობს. რამეთუ, მშვენივრად იციან, არცერთ შემთხვევაში არავის ვაპატიებ სტანდარტების დარღვევას. რა თქმა უნდა, ვიქნები კრიტიკულად განწყობილი. გუნდის წევრებმა, კოალიციის წევრაბმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არც არავის ვაპატიებდი და არც თვალს დავხუჭავდი. იმ სტანდარტების დაცვაში გარკვეული წვლილი მაქვს იმიტომ, რომ კრიტიკული პოზიცია მეჭირა",- განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)