19:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 11:52:49, 720 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოფლის განვითარების სტრატეგიის პროექტი განიხილეს

ბორჯომში, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოფლის განვითარების სტრატეგიის პროექტი განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შემუშავდა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში ასახულია სოფლის განვითარების უახლოესი სამი წლის (2017-2020) უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები და შესაძლებლობები; სამოქმედო გეგმით გაწერილია მისი განხორციელების კონკრეტული ღონისძიებები.

უწყების ინფორმაციით, სტრატეგიაში განსაზღვრული ამოცანები  სამ პრიორიტეტშია გაერთიანებული, კერძოდ: ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა; სოციალური პირობები და ცხოვრების დონე; გარემო და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა.

განხილვის შედეგად მიღებული სოფლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეჯერდება სამოქალაქო საზოგადოებასთან და გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, სოფლის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიზანი სოფლად მოსახლების კეთილდღეობის ამაღლება, მათი საქმიანობის ეკონომიკური დივერსიფიცირებაა. აღნიშნული სტრატეგია ხელს შუწყობს დაიგეგმოს ღონისძიებები,  რომელიც ამ მიზნის განხორცილებას შეუწყობს ხელს.

სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხების განხილვას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ევროკავშირის დელეგაციის ოპერაციების ხელმძღვანელი კაიდო სირელი, ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამის მენეჯერი ალვარო ორტეგა,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი  შომბი შარპი. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და  სოფლის განვითარების სტრატეგიის პროექტის შემუშავებაში ჩართული სამინისტროების  წარმომადგენლები.

აღნიშნული ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) ორგანიზებით გაიმართა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics