18:28 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 10:45:53, 704 ნახვა

პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ლევან ბოძაშვილი შეასრულებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივნის მოვალეობას დღეიდან ლევან ბოძაშვილი შეასრულებს.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,  უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლად ლევან ბოძაშვილის დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.

ცნობისთვის, ლევან ბოძაშვილი 2015 წლის ივნისად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ მუშაობს.

ლევან ბოძაშვილი 2014 წლიდან იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.

2014 - 2015 წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის თანამდებობაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics