|
2016-10-02 20:07:09, 883 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი გორში მომხდარი სროლის შესახებ საუბრობს
გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები დღეს მისი შეხვედრების ჩაშლას ცდილობდნენ. როგორც ოქრუაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, ედუარდ ნუცუბიძემ, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა, კრიმინალური წარსულის მქონე პიროვნება ალექსანდრე ინდუაშვილი მიიყვანა. მისივე თქმით, მოხდა გასროლა, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა. შეგახსენებთ, პირის ვინაობა, ვინც გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილს ესროლა, დადგენილია და მის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, გამოძიება ორი მუხლით-სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)