18:29 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 11:04:49, 826 ნახვა

პოლიტიკა
ელგუჯა გოცირიზე: სწორედ ამ ადამიანების ჩართულობით უნდა შევცვალოთ ის, რაც დღეს არ მოგვწონს"

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სკანდესა და ჩიხორში მოსახლეობას შეხვდა. 

სამთავრობო კანდიდატი ადგილობრივების პრობლემებით დაინტერესდა და მათ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მოგვიანებით მხარდამჭერთა დარბაზის წევრებს შეხვდა. შეკრებილებმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, მოსაზრებები გაცვალეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

დღის ბოლოს ელგუჯა გოცირიძემ შეხვედრები ქალაქის მოსახლეობასთანაც გამართა. მრავალრიცხოვან შეხვედრაზე, ამომჩევლებმა ,,ქართული ოცნების" კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

,,ნებისმიერი შეხვედრა მოსახლეობასთან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საერთო ჯამში ძალიან ღია და გულთბილია ეს შეხვედრები, მაგრამ არც მწვავე თემებზე და პრობლემებზე საუბარს გავურბივართ, რადგან სწორედ ამ ადამიანების ჩართულობით, მათი მონაწილეობით უნდა შევცვალოთ ის რაც დღეს არ მოგვწონს, მათი მხარდაჭერით უნდა შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი ხვალინდელი დღე." განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics