|
2016-09-29 14:49:03, 1175 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: GDS ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა არ არის
„არ ვარ ხელისუფლების ნაწილი და GDS არ არის ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. „საზოგადეობის დიდი ნაწილი არის პროპაგანდის მსხვერპლი. გაჭირვებულ ოჯახებსაც კი ჩართული აქვთ რუსთავი 2, რომელიც მუდამ ლანძღავს ხელისუფლებას რა თქმა უნდა არგუმენტების გარეშე და ამით ისინი გულს იოხებენ. შემეძლო ამ ოთხი წლის განმავლობაში 10 ტელევიზია გამეხსნა. ხელისუფლებას შეეძლო მსგავსი მეთოდები გამოეყენებინა, რაც თავის დროზე გააკეთა წინამორბედმა და მთელი მედია ასე ვთქვათ ჩაიდეს ჯიბეში. ვირტუალურ სამყაროს ქმნიდენენ მედიიდან. დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ხელისუფლებას ჰყავს მედია. ეს არის უფრო პრიორიტეტული“,-განაცხადა ივანიშვილმა. მანვე დასძინა, რომ პრეტენზია აქვს GDS ყველაზე ობიექტური ტელევიზია იყოს. „მე არ ვარ ხელისუფლების ნაწილი. GDS მხოლოდ ერთი გადაცემა აქვს საინფორმაციო. პრეტენზია მაქვს, რომ ყველაზე ობიექტური ტელევიზია იყოს. ის არ არის ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა“,-განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)