23:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-14 14:29:19, 783 ნახვა

საზოგადოება
მინდია ჯანელიძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ სახელმწიფო დაცვის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გამწვანების აქციაში - „დაგეგმე მომავალი“ მიიღო მონაწილეობა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო ცენტრის ბაზაზე ნერგები ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა დავით სუჯაშვილმა და სხვა სტუმრებმაც დარგეს. 

უწყების ცნობით, ნერგების დარგვის პროცესში ჩაერთვნენ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებიც, რომლებმაც სიმბოლურად თითო ხე დარგეს. ღონისძიებაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა ბავშვებისთვის საჩვენებელი გამოსვლებიც მოაწყვეს.

გამწვანების აქციის დასასრულს, ოფიციალური პირები ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინიციატივით გამართული აქციის ფარგლებში, სასწავლო ცენტრის ბაზაზე 3500-მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics