|
2016-09-28 13:48:55, 1277 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: ეჭვი არ მეპარება, რომ აუდიოჩანაწერები ფალსიფიცირებულია
ეს არის მცდელობა, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანია გადაიყვანოს სულ სხვა რელსებზე, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის ფალსიფიცრებული და სუს-ის მიერ სხვადასხვა ადგილზე მოპოვებული ჩანაწერების შეერთება”,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების მიზანია, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე ყურადღება პრობლემებიდან სხვა თემაზე გადაიტანოს. „ჩვენ ვიბრძვით როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან, როგორ ვუშველოთ ეკონომიკას, როგორ გავზარდოთ პენსიები, „ქართული ოცნება“ ამაზე კი არ გვესაუბრება, არამედ გვისმენს და გვიდებს ფარულ ჩანაწერებს, იყენებს ამ საარჩევნო კამპანიას არასწორი ფორმით. ეს უკვე, თუ არ ვცდები, მეოთხე საქმეა, მაგრამ გამოძიების შედეგები არავის გაუგია, ეს არის მხოლოდ, ის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ილაპარაკოს ჩანაწერებზე და არა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე“,- აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)