|
2016-09-27 18:17:40, 1301 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მინაშვილი: არ ვაპირებთ ივანიშვილის სუს-ის პროექტში ჩავერთოთ
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, სუს-ისგან განსხვავებით, ქვეყანაზე ზრუნავენ და დაკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას არ აპირებენ. როგორც მინაშვილმა აღნიშნა, ისინი მზად არიან, გამომძიებლების კითხვას საკუთარ ოფისში გასცენ პასუხი. "ჩვენ გვაქვს საქმე, ჩვენ ვზრუნავთ ქვეყანაზე სუს-ისგან განსხვავებით. არ ვაპირებ უწყებაში მისვლას, არ ვაპირებ სუს-ის თამაშში მონაწილეობას. ჩვენ გვაქვს საქმე, საარჩევნო კამპანია, ვზრუნავთ რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს და არ ვაპირებთ ივანიშვილი - სუს-ის პროექტში ჩავერთოთ. აქ ორი გამომძიებელია და მზად ვარ აქვე ვუპასუხო, მაგრამ არ მივალ უსაფრთხოების სამსახურში”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ დაკითხვაზე დაიბარა. სუს-ის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაკითხვის უწყებები მიუტანეს, თუმცა მათ უწყებები არ ჩაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)