|
2016-09-27 15:51:21, 1167 ნახვა
კომენტარი
მიშველაძე: რომის პაპის ვიზიტის ღირსეულად განხორციელება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 30 სექტემბერს საქართველოში დაგეგმილ რომის პაპის ვიზიტს ეხმაურება. პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, რომის პაპის ვიზიტი საშუალებას იძლევა, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას რეგიონში მშვიდობისა და დემოკრატიის მნიშვნელობას. მისივე თქმით, ვატიკანი განსაკუთრებულ როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და მისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი, უაღრესად მნიშვნელოვანია. „მოგეხსენებათ, პაპი არამხოლოდ მილირად 200 მილიონი ადამიანის სულიერი ლიდერია, არამედ ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურიცაა. შესაბამისად, ვიზიტის ფორმატი ითვალისწინებს როგორც საერო, ასევე საეკლისო ხელისუფლებასთან შეხვედრას. რომის პაპი შეხვდება პრეზიდენტს და კათოლიკოს პატრიარქს. ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთელი ვიზიტის განმავლობაში საქართველო ყველა საერთაშორისო მედიასაშულების ყურადღების ცენტრში მოექცევა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, წარმოაჩინოს მისი უნიკალური როლი როგორც ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი შემოქმედისა და განსხვავებულ ცივილიზაციათა დამაკავშირებელი სახელმწიფოსი. ამ ვიზიტის ღირსეულად განხორციელება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)