12:27 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 14:19:21, 875 ნახვა

პოლიტიკა
შოთა კიკნაველიძემ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ აფხაზეთის ომში დაღუპული ზესტაფონელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

კანდიდატმა დაბა შორაპანში  ზაზა გაჩეჩილაძის და გრიგოლ მეგრელიშვილის საფლავები გვირგვინით შეამკო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. 

"მოვედი რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის ერთიანობას  შესწირეს. მათი ოცნება ერთიან ძლიერ საქართველოზე აუცილებლად ახდება. ეს ჩვენი ახალგაზრდების, მომავალი თაობის ვალია. ვიმედოვნებ, ასეთი დღეები  საქართველოში აღარ იქნება. თითოეული ჩვენგანის ვალია, პატივი მივაგოთ დაღუპულების ხსოვნას, მადლობა ვუთხრათ და მოვეფეროთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს" - განაცხადა ზესტაფონის შალვა კიკნაველიძემ.

(NS)  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics