|
2016-09-27 12:29:44, 1130 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: მე მგონი, ღარიბაშვილი არაფერ შუაშია, ივანიშვილმა შეგვახსენა საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს მივუახლოვდიო
მე მგონი, ღარიბაშვილი არაფერ შუაშია, ბატონმა ბიძინამ შეგვახსენა, რომ ორ წელიწადში საპრეზიდენტო არჩევნებია და ისიც შეგვახსენა, რომ თავად მიაღწია საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მოგახსენებთ, რომ ბევრ ქვეყანაში 60 წლამდე ასაკის ადამიანებს პრეზიდენტობის კანდიდატად საერთოდ არ განიხილავენ. მე არ მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აქ რაიმე შუაშია. ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. მან შეგვახსენა, რომ თვითონ მიაღწია საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს და არჩვნებამდე 2 წელი დარჩა. დანარჩენი დასკვნები ალბათ, თვითონ უნდა გამოვიტანოთ. ალბათ ვხვდებით, რაშიც არის საქმე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ღარიბაშვილი არაფერ შუაშია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ ის ირაკლი ღარიბშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლო ფაქტს მიესალმებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)