16:34 - 04 Jul, 2026
|
2016-09-27 11:53:03, 1326 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს „უნიჭო მონტაჟს“ უწოდებს
ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს „უნიჭო მონტაჟს“ უწოდებს. „ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა“,-აღნიშნავს სააკაშვილი. ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)