|
2015-03-13 17:20:29, 477 ნახვა
პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძე: მავნებლობად მიმაჩნია,რომ ქუთაისში ტრანსპორტირებისთვის ამდენი ფული დაიხარჯა
„მავნებლობად მიმაჩნია, რომ ქუთაისში ტრანსპორტირებისთვის ამდენი ფული დაიხარჯა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასასწრებად საპარლამენტო უმცირესობის ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა. ხოლო, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ ჩავიდნენ ქუთაისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, კვაჭანტირაძემ უპასუხა, რომ გუშინ გამართულ საკომიტეტო სხდომაზე ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით ყველაფერი ითქვა. „რაც სათქმელი იყო, კომიტეტებზე გუშინ ითქვა. მავნებლობად მიმაჩნია, რომ დღეს ქუთაისში ტრანსპორტირებისთვის ამდენი ფული დაიხარჯა“, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ. ცნობისთვის, ქუთაისში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ იყო ჩანიშნული, არ გაიმართა. სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა. იმისათვის, რომ ქვორუმი შემდგარიყო, სხდომაზე 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო. თუმცა ქუთაისის პარლამენტში მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის წევრები მივიდნენ. უმრავლესობიდან კი, ერთი დეპუტატი, ზვიად ძიძიგური იყო წარმოდგენილი, რომელსაც სხდომა პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის ნაცვლად უნდა წაეყვანა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12:00 სათზე უნდა დაწყებულიყო, სადაც ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები უნდა განეხილათ. რიგგარეშე სხდომაზე დასწრების სურვილი მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმაც არ გამოთქვეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, გუშინ განაცხადეს, მათ პარლამენტს საკუთარი ხედვები უკვე წარუდგინეს. ცნობისთვის, პარლამენტში გუშინ საკომიტეტო სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები განიხილეს.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)