|
2016-09-26 13:35:47, 1218 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ივანიშვილი: კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი ერთადერთია, რაც მაწყნარებს
„კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი რომ ვიცი, ერთადერთია, რაც მაწყნარებს“, - ასე უპასუხა ექს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „მომავალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც პრემიერმა მოსახლეობას გააცნო, ხომ არ არის გადაჭარბებული დაპირება.” როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში 500-600 კილომეტრზე გზის დაგება, სხვა გადმოსახედიდან კითხვებს ბადებს, თუმცა მისივე თქმით, პრემიერი კარგი მენეჯერია და გათვლის გარეშე არაფერს არ აკეთებს. „„ნაციონალური მოძრაობის“ დროს აშენდა ავტობანის პატარა მონაკვეთი. ამ ოთხი წლის განმავლობაში, ახალი ხელისუფლების მოსვლის დროს 82 კილომეტრამდე გაკეთდა მგონი. ამ დროს, შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში 500-600 კილომეტრზე, რომ გაკეთდეს, ეს ალბათ ბევრ კითხვას ბადეს. მოსამზადებელი პერიოდია, საჭირო რომ გაამზადო სტაფი, მოიძიო ფინანსები და მოვიდეს ინვესტორი. მაგრამ კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი, რომ ვიცი ერთადერთი რაც მაწყნარებს. ის გათვლის გარეშე არაფერს არ აკეთებს. კარგი ფინანსისტია ძალიან. მეც კი არ მომითხოვის და არ მინახავს გათვლები ამ პროექტზე“,-განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)