|
2016-09-25 16:36:35, 717 ნახვა
საზოგადოება
12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 71,3 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
რთველის პროცესი კახეთის რეგიონში გრძელდება. 25 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 71,3 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 38,5 ათასი ტონა რქაწითელი, 28,7 ათასი ტონა საფერავი, 2,1 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. „ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 11 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 62 მლნ-ზე მეტი ლარი მიიღეს. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 24,8 ათასი ტონა, ყვარელი - 17,5 ათასი ტონა, თელავი - 16,8 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 2,1 ათასი ტონა, ახმეტა - 1,1 ტონა ტონა და საგარეჯო - 937. 24 სექტემბერს ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 2,3 ათასი ტონა შეადგინა. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 29 ღვინის კომპანია, მათ შორის, 9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა. ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა: კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი; საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი. ;“,-ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501. რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic დაhttp://rtveli2016.gov.ge/statistic . (NS)
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)