14:08 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 18:09:21, 934 ნახვა

საზოგადოება
თბილისში „კრწანისობა“ აღინიშნა

თბილისში დღეს „კრწანისობა“ აღინიშნა.

300 არაგველის სკვერში სასულიერო პირებმა არაგველებთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს, ტრადიციულად აკურთხეს პური და ღვინო.

პარაკლისის შემდეგ, არაგველების მემორიალთან, „კრწანისობისადმი“ მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერი, თბილისის მთავრობის წევრები, სამღვდელოება და საზოგადოების წარმომადგენლები.

„კრწანისობა“ თბილისში წელს მეექვსედ ჩატარდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებთ, 2008 წელს არაგველები წმინდანებად შეირაცხნენ, ხოლო 2010 წლის 24 სექტემბერს სრულიად საგვარეულო კავშირმა "კრწანისობის" დღე დააწესა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics